პოლიტიკა

ირაკლი ფავლენიშვილი-რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არ არის მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობის პრობლემა-მნიშვნელოვანია დასავლეთი საქმის კურსში იყოს, რა ხდება ამ ქვეყანაში.

“ქვეყანაში სერიოზული ამბები ხდება და როდესაც ასეთი კრიზისული მდგომარეობაა, როდესაც არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობას ემუქრება საქმე,  ეს არ გახლავთ მხოლოდ სახელმწიფოს პრობლემა. ეს არის მთლიანად დასავლური უსაფრთხოების პრობლემა, როდესაც კრემლი საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს ასრულებს საქართველოში – კრემლის მთავარი ზრახვა რაც იყო, რომ ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არსებულიყო ჩვენება სასამართლო ინსტიტუციის, თუნდაც მიტაცებულის მიერ. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა და ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ ბუნებრივ მოკავშირეებთან. შეიძლება “ოცნებას” მიაჩნია, რომ ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეები არიან რუსები ან არაბები, მაგრამ ჩვენ ასე არ მიგვაჩნია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო არის დასავლეთის ნაწილი, ამიტომაც ჩვენი შთაბეჭდილებები და პოზიციები გავუზიარეთ.”- ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ დასავლეთი საქმის კურსში იყოს თუ რა ხდება ქვეყანაში.

“საქართველო არ გახლავთ ევროპისგან განცალკევებულად აღსაქმელი. არაერთხელ უთქვამთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე, ამიტომ თბილისში რაც ხდება, ამით ძირი ეთხრება არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არამედ ევროპულ უსაფრთხოებასაც. ზოგადად, ყველა შეხვედრაზე განხილვადია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და ახლა ყველაზე აქტუალური საკითხი ვიცით რაც არის“, – განაცხადა ფავლენიშვილმა

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები დღეს, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები.

ასევე ნახეთ

შალვა კერესელიძე – „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო მანდატებს დატოვებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას აკრძალავს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო მანდატებს დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ პოლიტიკურ გუნდს აკრძალავს.- …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...