პოლიტიკა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, პარტიების აკრძალვის სარჩელზე, სასამართლო განხილვის ერთი თვით გადადების შესახებ ,,გახარია საქართველოსთვის” შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტია “გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა,  პარტიების აკრძალვის შესახებ, სარჩელის განხილვასთან დაკავშირებული სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა

მოსამართლე რევაზ ნადარაიას განცხადებით, განჩინება საბოლოოა.

„საქართველოს სახელით არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, არსებითი განხილვის სხდომის გადადების თაობაზე. განჩინება საბოლოოა“ ,- აღნიშნა მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე.

ცნობისთვის, არსებითი სხდომის გადადების შუამდგომლობა „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ დააყენა. პოლიტიკოსის განცხადებით, მათ შემთხვევაში დაცული არ არის შესაგებლის მომზადებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადა, რაც არღვევს პროცედურული სამართლიანობის წესს. როგორც სიჭინავა აცხადებს, სხდომა ერთი თვის ვადით უნდა გადადებულიყო, ათვლა კი 13 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო. შუამდგომლობას, პროცესში მონაწილე სამივე პარტია, მათ შორის-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ,დაეთანხმა.

ასევე ნახეთ

შალვა კერესელიძე – „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო მანდატებს დატოვებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას აკრძალავს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო მანდატებს დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ პოლიტიკურ გუნდს აკრძალავს.- …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...