სასამართლო სხდომის მეორე დღეს, უკვე ძალიან აშკარაა, რომ აღნიშნული სარჩელი სამართლებრივად აბსოლუტური აბსურდია, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
სამადაშვილი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, „ლელო-ძლიერი საქართველო” ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს.
„თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ ფიგურალურად თვითმკვლელობა ჩაიდინოს და დააკმაყოფილოს ეს სარჩელი, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სტრასბურგში, საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სრული იმედი მაქვს, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლომ არ უხმო ჭკუას და გონიერებას და არ ჩათვალა აუცილებლად, რომ თავად მიიღოს ზომები, რომელიც გაანეიტრალებს ამ სამართლებრივ აბსურდს და კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ჩვენ ვუყურებთ, სტრასბურგი გასცემს პასუხს“, – განაცხადა სამადაშვილმა.








