პოლიტიკა

შალვა კერესელიძე – „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო მანდატებს დატოვებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას აკრძალავს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო მანდატებს დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ პოლიტიკურ გუნდს აკრძალავს.- ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ პოლიტიკურ პარტიას აკრძალავს, საპარლამენტო მანდატებს არანაირი ფასი და ძალა აღარ ექნება.

„არცერთი მანდატი არ არის მაჟორიტარული, ეს არის პროპორციული მანდატი, რომელიც მიიღო უშუალოდ პარტიამ – „გახარია საქართველოსთვის“. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ პარტიას აუკრძალავენ პოლიტიკურ საქმიანობას, მაშინ, ბუნებრივია, რომ პარლამენტშიც ჩვენ არანაირი საქმე აღარ გვექნება და ამ მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება,“ – განაცხადა შალვა კერესელიძემ

 

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკომისია საქართველოს მიმართ საბჭოთა მეთოდებს იყენებს — კონფრონტაციას, ესკალაციას, ზეწოლასა და იძულებას დიალოგის ნაცვლად

ჩვენ ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ ჩვეულებრივ საბჭოთა მეთოდებს ვუყურებთ: კონფრონტაცია, ესკალაცია, ზეწოლა, იძულება, ნაცვლად დიალოგისა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...