პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ევროკომისია საქართველოს მიმართ საბჭოთა მეთოდებს იყენებს — კონფრონტაციას, ესკალაციას, ზეწოლასა და იძულებას დიალოგის ნაცვლად

ჩვენ ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ ჩვეულებრივ საბჭოთა მეთოდებს ვუყურებთ: კონფრონტაცია, ესკალაცია, ზეწოლა, იძულება, ნაცვლად დიალოგისა – ჩვენ ვრჩებით ევროპულებად, ევროკომისია იქცევა არაევროპულად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. აღნიშნულით, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის გაფართოების შესახებ არსებულ ანგარიშთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

შალვა პაპუასვილის განცხადებით,  საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლები ევროკავშირთან დიალოგის მაგიდასთან სხედან, თუმცა, მისივე თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები ამ მაგიდას გარშემო უტრიალებენ და დიალოგის ნაცვლად, კონფრონტაციულ გზას ირჩევენ.

„სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკომისიის უმწიფარ საგარეო პოლიტიკას, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა კანდიდატი ქვეყნების მიმართ. სანამ ევროკომისია ამ უმწიფარ პოლიტიკას არ შეცვლის, რთულია წარმოვიდგინოთ რომ რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯები იყოს მათი მხრიდან გადადგმული. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ვსხედვართ ევროკავშირთან დიალოგის მაგიდასთან და ველოდებით, ევროკავშირის წარმომადგენლები როდის დასხდებიან ამ მაგიდასთან, მაგრამ ვხედავთ, რომ ისინი ამ მაგიდას გარშემო უტრიალებენ – კონფრონტაციულ გზას ირჩევენ დიალოგის ნაცვლად. ესეც არის ევროპული ღირებულებების ნგრევა და ევროპის ცივილიზაციური უფსკრულისკენ წაყვანა. ევროკომისიას მთავარი ტაქტიკა აქვს გამოცხადებული ბევრი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მიმართ – კონფრონტაცია, ესკალაცია და არა დიალოგი. ეს არანაირად არ არის ევროპული ღირებულება. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, მოვიქცეთ ცივილიზებულად, ევროპულად, თუმცა სამწუხაროდ, იქიდან ვხედავთ საბჭოთა მეთოდებს, რაც გასაკვირი არაა, ვინაიდან ევროკომისიის ხელმძღვანელობაში პოსტსაბჭოთა ლიდერებს ვხედავთ. მართალია, საბჭოთა კავშირიდან გამოვიდნენ, მაგრამ თავისი ქცევებიდან საბჭოური ქცევები ვერ ამოიღეს. როგორც ჩანს, ის მეთოდები წამოიღეს, რომელიც საბჭოღა კავშირისთვის იყო დამახასიათებელი ზომით პატარა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ჩვეულებრივ საბჭოთა მეთოდებს ვუყურებთ ახლა ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ – კონფრონტაცია, ესკალაცია, ზეწოლა, იძულება, ნაცვლად დიალოგისა. ჩვენ ვრჩებით ევროპულებად, ევროკომისია იქცევა არაევროპულად,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

ასევე ნახეთ

შალვა კერესელიძე – „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო მანდატებს დატოვებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას აკრძალავს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო მანდატებს დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ პოლიტიკურ გუნდს აკრძალავს.- …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...