პოლიტიკა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეშვიდე პაკეტი შეათანხმა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეშვიდე პაკეტი შეათანხმა. ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ შეზღუდვებს შორის რუსულ ოქროზე ემბარგოს დაწესება და რუსეთში ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვის გაფართოებაა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს ევროკომისიამ მიიღო ერთობლივი შეთავაზება ზომების ახალი პაკეტის შესახებ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ექვსი მასშტაბური და უპრეცედენტო პაკეტის მხარდაჭერასთან და ეფექტიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

„რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ არ სუსტდება. შესაბამისად, დღეს ჩვენ გამოვდივართ შეთავაზებით, გავამკაცროთ ჩვენი მძიმე სანქციები კრემლის წინააღმდეგ, შევასრულოთ ისინი უფრო ეფექტიანად და გავაგრძელოთ ისინი 2023 წლის იანვრამდე. მოსკოვმა უნდა გააგრძელოს მაღალი ფასის გადახდა თავისი აგრესიისთვის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირის მიერ შემუშავებული ახალი პაკეტი ითვალისწინებს ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან, კერძოდ, „დიდი შვიდეულის“ წევრებთან შემზღუდავი ზომების კოორდინირებას.

„ევროკავშირის სანქციები არის მკაცრი და ძლიერი. ჩვენ ვაგრძელებთ პუტინთან და კრემლთან დაახლოებული პირების მიზანში ამოღებას. დღევანდელი პაკეტი ასახავს ჩვენ კოორდინირებულ მიდგომას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის „დიდი შვიდეულის“ წევრებთან. ამ ზომებთან ერთად, მე ასევე საბჭოს წარვუდგენ ინიციატივას სასანქციო სიაში მეტი ფიზიკური პირებისა და კომპანიების შეყვანის შესახებ, მათი ანგარიშების გაყინვით და მოგზაურობის შეზღუდვით“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა.

ახალ პაკეტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სანქციები არ არის მიმართული რუსეთისა და მესამე ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობის წინააღმდეგ.

ევროკომისიის მიერ შემუშავებული სანქციების ახალი პაკეტი ევროკავშირის წევრებმა უნდა განიხილონ და შემდეგ ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

ასევე ნახეთ

გაერო-ს უშიშრობის საბჭოს მიერ მიიღებულ რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს, ამერიკამ ვეტო არ დაადო

გაერო-ს უშიშრობის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია