პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – კობახიძისეულ თუ რადიკალური ოპოზიციის გეგმებს არაფერი აქვთ საერთო ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან

ყველამ, პოზიციამ, თუ ოპოზიციამ აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა, თუმცა გამოცხადებულ გეგმებს – კობახიძისეულს, თუ რადიკალური ოპოზიციისას, არაფერი აქვთ საერთო არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილის თქმით, ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა, ქვეყნის ღირსებას იცავს და მას არ უნდა შეეცვალოს გეზი.

„ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე: ყველამ, პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა (რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო), თუმცა გამოცხადებულ გეგმებს – კობახიძისეულს („თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე“ ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა), თუ რადიკალური ოპოზიციის არახალი „გადადექი და მე გადმოვდგები“ გეგმა – არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან. ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი… ჩვენ ყველანი კი, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია, ვალდებული ვართ, საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით, სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებული რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით და გამოჩნდება, ვის რა უნდა: ევროპა, თუ ძალაუფლება!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ – ძალა ერთობაშია

გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ – ძალა ერთობაშია, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია