პოლიტიკა

სერბეთმა შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა – კოსოვოს საზღვართან დაძაბულობა პიკზეა

სერბეთმა შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. სერბეთის ავიაცია კოსოვოს საზღვართან მიემართება.

ქვითარების ესკალაცია, მწვანე და წითელ ხაზებს შორის არსებულ მიწებზე დაიწყო, კოსოვოს ჩრდილოეთით.

სერბეთ-კოსოვოს საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
ორივე მხრიდან მიმდინარობს სამხედრო და საპოლიციო ნაწილების მობილიზება, ამავდროულად კოსოვოს სპეც. ნაწილებმა დაბლოკეს სერბეთიდან შემომავალი ყველა გზა, გაისმა გასროლის ხმა და სასაზღვრო ქალაქებში ჩართული საჰაერო განგაშის სირენები.

შეგახსენებთ, ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც კოსოვოს პრემიერმა, აბინ კურტიმ დაანონსა, რომ პირველი აგვისტოდან კოსოვოში შემომსვლელ სერბეთის ყველა მოქალაქეს თავიანთი პასპორტების, კოსოვოს დროებითი პირადობის მოწმობებით შეცვლა დასჭირდებოდათ.

ამას კი სერბული მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა და კოსოვოს პრემიერის გადაწყვეტილებას, კონფლიქტის მიზანიმართული გამწვავება უწოდეს, მეტიც სერბეთში ჩატარდა პროპაგანდა, რომ კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები სერბების გენოციდია მოსალოდნელი, რაც სერბეთის მხრიდან დაუყოვნებლივ პასუხის გაცემას მოითხოვს.

დღეს დილით კი, სერბეთის მმართველი პარტიის საპარლამენტო ლიდერმა განაცხადა, რომ საჭიროა კოსოვოს დენაციფიკაცია, რადგან სეპარატისტული მთავრობა ყველა ზღვარს გადაცდა.

ასევე ნახეთ

არჩილ თალაკვაძე – ვინმე და რამე სამოქალაქო საზოგადოებას თუ აზიანებს, ეს არიან არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პარტიები, პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, მაგრამ გამოჩენა – არა

დღეს კიდევ უფრო აშკარაა, რომ საქართველოსაც კანონმდებლობა და რეგულაციები სჭირდება. ისევე, როგორც ბიზნესს და სახელმწიფო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია