პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: იმდენად ბანალური გახდა რადიკალური ოპოზიციის ქმედებები, რომ კომენტირებაც რთულია

„მთავარი პრობლემა და გამოწვევა ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაციაა“, – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ აქამდეც არაერთხელ გამოავლინა, რომ მათი მიზანი პოლარიზაციის დასრულება არაა.

„იმდენად ბანალური გახდა რადიკალური ოპოზიციის ქმედებები და იმდენად წინასწარგანჭვრეტადია ეს ქმედებები, რომ ამაზე კომენტირებაც რთულია. ჩვენ ვნახეთ, რომ მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ 23 ივნისს პირველ რეკომენდაციად დეპოლარიზაცია გაწერა, მეორე დღეს, 24 ივნისსვე, ჩატარდა ქცია, რომელმაც საქართველოს პარლამენტს ულტიმატუმი წამოუყენა. ნაცვლად იმისა, რომ დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯი გადაედგათ, პირიქით, პოლარიზაციის გაღრმავებისა და რადიკალიზაციისკენ გადადგეს ნაბიჯი“, – განაცხადა შალბა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ

არჩილ თალაკვაძე – ვინმე და რამე სამოქალაქო საზოგადოებას თუ აზიანებს, ეს არიან არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პარტიები, პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, მაგრამ გამოჩენა – არა

დღეს კიდევ უფრო აშკარაა, რომ საქართველოსაც კანონმდებლობა და რეგულაციები სჭირდება. ისევე, როგორც ბიზნესს და სახელმწიფო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია