პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე – ხვალ რომ არჩევნები იყოს, ჩემი აზრით, ჩვენ მზად არ ვართ

ხვალ რომ არჩევნები იყოს, ჩემი აზრით, ჩვენ მზად არ ვართ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

სამნიძის თქმით, როგორი იქნება არჩევნები – 2024 წელს იქნება, თუ რიგგარეშე, ამას პოლიტიკური პროცესი აჩვენებს და ახლა ძალიან რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება.

„მაგრამ ხვალ რომ არჩევნები იყოს, ჩემი აზრით, ჩვენ მზად არ ვართ. ჯერ ერთი, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ უფრო მეტი მოქალაქე დავარწმუნოთ, არჩევნებზე წავიდეს და ხმა მისცეს ოპოზიციას. ამისთვის მეტი დროც გვჭირდება, მეტი მხილება გვჭირდება „ქართული ოცნების“. ეს არ ნიშნავს, ხვალ არჩევნები რომ იყოს, „ქართული ოცნება“ ძალიან ადვილად გაიმარჯვებს, ის ისევ მიმართავს თავის ჩვეულ გზას გაყალბებისკენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ სისტემა არის გამართული; სისტემა ჯერ გამართული არ არის, როგორც იცით. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები ზუსტად ხედავენ, რას აკეთებს ოპოზიცია და რას აკეთებს ხელისუფლება, ზუსტად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამ პროცესში აქტიური იქნება ჩვენი მოქალაქე.

ამიტომ, მე ვიტყოდი, პოლიტიკური პროცესია ესეც, შეიძლება არჩევნები იყოს რიგგარეშე თუ რიგითი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ წარვდგეთ ამომრჩეველთან მკაფიო გზავნილებით, რატომ უნდა აირჩიოს ალტერნატივად ოპოზიცია და რატომ აღარ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ასევე ნახეთ

ხატია დეკანოიძე – ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა

ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია