ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფორმალურად არსებობს. მისი თქმით, ევროკავშირს სურს საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობის აღდგენა, თუმცა ამისთვის ქართულმა მხარემ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას. ამის შესახებ მან ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„სანამ ისინი წინ არ მიდიან და იმ კანონებით, რომელიც მიიღეს, უკუსვლას განიცდიან, სანამ წინსვლა არ იქნება, სანამ ევროპული ღირებულებებისკენ ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ”, – განაცხადა მარტა კოსმა
ასევე, როგორც კოსი აცხადებს, ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას აგრძელებს და მხარს უჭერს ქართველ ხალხს.








