პოლიტიკა

გახარიას პარტიიდან გარიცხული დავით ფარცვანია – ბრალდება, რომ „ოცნებიდან“ 20 ათასი დოლარი ავიღე, ისეთივეა, როგორიც ის, რომ გიორგი გახარია არის „კოკაინშიკი“

თბილისის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი, პარტიიდან გარიცხული დავით ფარცვანია მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსყიდვის შესახებ პარტიის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო.

როგორც ფარცვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია საკუთარი სურვილით დატოვა.

„პარტია მე თვითონვე დავტოვე, გუშინ ამის თაობაზე ფრაქციის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი. ასევე, დღეს განცხადებაც კი დავწერე და შემდგომ იყო პირველი ტყუილი, რომ პარტიიდან გამრიცხეს. რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის ჩვეულებრივი საბჭოთა „კაგებეშნიკური“ მიდგომა და ეს ხალხი უნდა დაჯდეს სხდომის დარბაზში ამ ბრალდებით, როცა ეს გააჟღერეს?! მიზეზები საკმაოდ ბევრი იყო. ეს იყო დიდი ხნის კომუნიკაციის არარსებობა. ეს პროცესი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ასევე, პარტიასთან გარკვეული ტიპის უთანხმოებები იყო, თუმცა სხვა დეტალებს უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ეს ისეთივე ბრალდებაა, როგორც ბატონი გიორგი გახარია არის „კოკაინშიკი“, ასევე ვითომ მე მაქვს აღებული 20 ათასი დოლარი. ყოჩაღ! ასე გააგრძელეთ! ასე გაგრძელებით, არასწორი კომუნიკაციით და თავისი პარტიის წევრებთან ნორმალური კომუნიკაციის არარსებობით, მსგავსი ტიპის ბინძური ბრალდებებით ახალგაზრდა ადამიანის მიმართ, თვალსა და ხელს შუა ჩამოგეშლებათ ეს პარტია. ჩემთვის მართლა მოულოდნელი იყო ეს განცხადება“, – განაცხადა ფარცვანიამ.

მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ მიზეზები თავიდან ბოლომდე იცოდა, თუ რა პრეტენზიები ჰქონდა.

„101-ჯერ იყო თუნდაც გიორგი გახარიასთან შეხვედრა იმაზე, რა პრობლემებიც იყო. კიდევ ერთხელ არ ვაპირებდი. სრული პროცედურის დაცვით, ფრაქციის თავმჯდომარეს შევხვდი“, – განაცხადა ფარცვანიამ.

ასევე ნახეთ

ვიოლა ფონ კრამონი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამიზნე, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერდნენ არჩევნების დაკვირვებას, აპროტესტებდნენ დარღვევებს და ა.შ.

ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნებსა და მის გარშემო სამართლებრივ ჩარჩოზე, თუმცა ეს იოლი არაა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია