პოლიტიკა

ილჰამ ალიევი – შეძრულები ვართ თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის საქართველოში ჩამოვარდნით, რომლის შედეგადაც სამხედროები დაიღუპნენ

საქართველოში თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსამძიმრებს.

როგორც ალიევი აღნიშნავს, იგი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ნათესავებსა და თურქ ხალხს.

„ჩვენ ღრმად შეძრულები ვართ  განჯიდან გამოფრენილი თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის საქართველოში ჩამოვარდნის ცნობით, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ სამხედროები. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ამ მძიმე წუთებში  და ღრმა სამძიმარს გიცხადებთ პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით თქვენ, გარდაცვლილთა ახლობლებს და ნათესავებს, ასევე თურქეთის მოძმე ხალხს“, – ნათქვამია ალიევის განცხადებაში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. როგორც  „საქაერონავიგაციაში“ აცხადებენ, შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია განჯის აეროპორტი და თურქეთი. ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ასევე ნახეთ

პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...