პოლიტიკა

პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება.

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 1-ელი მარტიდან იქნება ლიკვიდირებული. ამ ორი სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები კი, აუდიტის სამსახურს გადაეცემა.

გარდა ამისა, 1-ელი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის თანამდებობებიც უქმდება, ბიზნესომბუდსმენის აპარატი კი ლიკვიდირებული იქნება. პარლამენტმა “ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი უკვე დაუჭირა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...