პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ახალი ინიციატივის მიხედვით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის,  შალვა პაპუაშვილის თქმით, იგეგმება სარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლება. პაპუაშვილი ამბობს, რომ კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზინდეტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს.

„ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც, ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში“, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

მისივე მტკიცებით, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება „ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს“.

ასევე ნახეთ

პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...