პოლიტიკა

ზელენსკი – მტერს ამ დრომდე არ აქვს გამბედაობა, აღიაროს დამარცხება და წავიდეს უკრაინული მიწიდან

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი მებრძოლების წარმატებისა და რუსული დანაკარგების მიუხედავად, მტერს ამ დრომდე არ აქვს გამბედაობა, აღიაროს დამარცხება და წავიდეს უკრაინული მიწიდან. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„რუსეთის ფედერაციამ უკვე კარგად იგრძნო რას ნიშნავს თანამედროვე არტილერია და მათ არ ექნებათ უსაფრთხო ზურგი არსად ჩვენს მიწაზე, რომლის ოკუპაციაც მოახდინეს. მათ იგრძნეს, რომ ჩვენი მზვერავების ოპერაცია საკუთარი სამშობლოს დასაცავად ბევრად ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი მათი სპეცოპერაცია.

რუს ჯარისკაცებს და ჩვენ ეს ვიცით მათი საუბრის მოსმენის შედეგად, გულწრფელად ეშინიათ ჩვენი შეიარაღებული ძალების. 139 დღე ასეთი ომის, თითქმის 20 კვირა, მსოფლიოში ე.წ. მეორე ჯარს ეშინია უკრაინელების და შეუძლია რამის გაკეთება მხოლოდ ძველი საბჭოთა იარაღის უსაზღვრო მარაგის წყალობით. აღარ აქვთ მათ არც სტრატეგიული ძალა, არც ხასიათი, არც აღქმა იმისა, საერთოდ რას აკეთებენ აქ – ჩვენს მიწაზე. არ აქვთ მცირეოდენი გამბედაობაც კი აღიარონ დამარცხება და წაიყვანონ ჯარი უკრაინული მიწიდან“,- განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინას შესწევს ძალა თავი დაიცვას, ხელახლა ააშენოს და განახორციელოს ყველა საგარეო

პოლიტიკური მიზანი. „როდესაც ამისთვის გულწრფელად მუშაობს მილიონობით ადამიანი – ყველა თავის დონეზე, შედეგი აუცილებლად იქნება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

დიდი შვიდეული – „ჩვენ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი

დიდი შვიდეულის ლიდერებმა დაგმეს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმა და ამის შესახებ საერთო განცხადებაც გაავრცელეს. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია