პოლიტიკა

ელენა წერეთლისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის საქმეზე თეიმურაზ გოგიაშვილს ბრალი წაუყენეს

თეიმურაზ გოგიაშვილს, რომელიც ელენა წერეთლის და მისი ქალიშვილის მკვლელობისთვის დააკავეს, ბრალი ოფიციალურად  წარუდგინეს. დაკავებულმა ბრალი აღიარა, გამოძიება კი  გრძელდება, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით აქვს წარდგენილი, რაც ორი პირის მკვლელობას ანგარების მოტივით გულისხმობს. ასევე, მას 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ორ ეპიზოდს ედავებიან, რაც იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენას, შენახვასა და გამოყენებას გულისხმობს.

მკვლელობის მოტივის დასადგენად გამოძიება ამ ეტაპზე გრძელდება. სამართალდამცავებმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს განუცხადეს, რომ ორმაგი მკვლელობა შესაძლოა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტს უკავშირდებოდეს.

ცნობისთვის, 3 ოქტომბერს მოსკოვში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ადამიანის სხეულის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. მოკლული ქალი 1972 წელს დაბადებული ბიზნესმენი ელენა წერეთელი აღმოჩნდა, რომელიც ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე იყო.

სამართალდამცავებმა მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს. მისი კუთვნილი ავტოფარეხის ჩხრეკისას კი ელენა წერეთლის ქალიშვილის, დარიას ცხედარი აღმოაჩინეს.

ასევე ნახეთ

ნანა სანდერმა, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზეა მსჯავრდებული, პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულმა, ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა.  ამის შესახებ, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...