პოლიტიკა

პოლიციამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული შ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე – 1995 წელს დაბადებული მ.ა. სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში დაჭრა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა შ.ხ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ

დაკავებულია კაცი, რომელმაც ხაშურში ბანკომატიდან 64 000 ლარზე მეტი მიითვისა

ხაშურში კაცმა ბანკომატიდან 64 000 ლარზე მეტი მიითვისა .სასამართლომ მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ გადაწყვეტილებით უზენაესმა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია