პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 7 ნოემბრის საქმის განხილვა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 7 ნოემბრის საქმის განხილვა გადაიდო.

დღევანდელ პროცესზევე სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვეტილება კლინიკა „ვივამედის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე მიიღო და განმარტა, რომ სააკაშვილს არ შეეძლო საკუთარ პროცესში მონაწილეობის მიღება.

დღევანდელ პროცესზევე სასამართლომ ამავე საქმეში ორი ბრალდებულის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

ასევე ნახეთ

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 55 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, შიდა ქართლის, ქვემო …