რუსებმა გუშინ გვიან ღამით, ზაპოროჟიეში, საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს, რის შედეგადად 5 ადამიანი დაშავდა- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მანამდე, ზაპოროჟიეში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ასევე, რუსების იერიშების შედეგად, 16 ოქტომრის საღამოს, ხერსონში სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლი დაიღუპა, 13 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.
რუსული ძალების მიერ ქალაქ ხარკოვში განხორციელებული დარტყმების შედეგად კი დაშავებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.






