თურქეთში, ანტალიაში, ტორნადოს შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
შემთხვევა, გუშინ გვიან ღამით, კეპეზის რაიონში მოხდა.
ანტალიის გუბერნატორის, ხულუსი შაჰინის ცნობით, ძლიერმა ქარმა სამშენებლო ობიექტზე ორი საცხოვრებელი კონტეინერი გაანადგურა და ამწე წააქცია, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ძებნა-შველის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, რადგან შესაძლოა იქ სხვა მუშებიც იმყოფებოდნენ.







