პოლიტიკა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე დაიღუპა

მატრყოფთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე დაიღუპა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობითვე, შემთხვევის შედეგად დაშავებული სხვა პირები გადაყვანილი არიან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია).

როგორც ამ ეტაპზე დგინდება, ავტომანქანას მართავდა მძღოლი, შემთხვევის შედეგად დაშავებული სხვა პირები კი გადაყვანილი არიან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

მწუხარებას გამოთქვამთ ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ სამთავისისა და კასპის ეპარქიას, განსვენებულის სამწყსოს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

უფალმა აცხონოს ეპისკოპოს დამიანეს უკვდავი სული და მართალთა თანა დააწესოს იგი“, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

ასევე ნახეთ

150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია