პოლიტიკა

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები კორონავირუსის ახალი შტამების (BA.4/ BA.5) წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობს. როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, განსაკუთრებით ეფექტურია „ბუსტერ“ დოზა.

„ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას! ვინც ორჯერ არის აცრილი „ბუსტერი” გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი” აუცილებლად გაიკეთოს. ვაქცინების რაოდენობა საკმარისია, ჩვენ გვაქვს – „ფაიზერი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი”. რა თქმა უნდა, ვაქცინები ეფექტურია, განსაკუთრებით „ბუსტერი“,- განმარტავს გამყრელიძე.

მისივე ინფორმაციით, იმუნიზაციის არსებული ტემპით, საქართველოში იმუნური ფენის მაჩვენებელი, შესაძლოა, 85%-დან 60%-ზე დაბლა ჩამოვიდეს. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, შემოდგომის ცუდ სცენარს პრევენციას მხოლოდ მაღალი იმუნური ფენა გაუკეთებს.

„სასურველია, მოქალაქეებმა ამცრელ პუნქტებს მიმართონ. შემოდგომის ცუდ სცენარს პრევენციას მხოლოდ მაღალი იმუნური ფენა გაუკეთებს, რომელიც აცრებით მიიღწევა. იმუნური ფენა ჩვენ მაღალი გვქონდა მარტში, როდესაც 85% იყო, ამიტომაც გადავიტანეთ მარტივად აპრილი, მაისი და ივნისის პირველი ნახევარი. იმუნური ფენა 5, მაქსიმუმ 6 თვეში იკლებს, ალბათ ახლა, იმუნური ფენა 85% აღარ გვექნება, შესაძლოა 60%-ის ქვემოთ ფარგლებში იყოს. საჭიროა მისი გაზრდა ვაქცინაციის გზით. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება და მაღალი იმუნური ფენით შევხვდებით, მით ნაკლები ალბათობა იქნება სხვა დიდი ტალღებისა”,- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

ასევე ნახეთ

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს

23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება, ამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია