პოლიტიკა

აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მომხრეები საკუთარი მოთხოვნებით მივიდნენ

რუსთაველის გამზირზე აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს, სადაც ასევე იმყოფებიან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

ისინი აქციის დაწყებამდე სკანდირებდნენ „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“. ასევე, მათ მოუწოდეს დღევანდელი აქციის წამყვანს, ლაშა ბუღაძეს, რომ ხელისუფლებას მისცეს 22:00 საათამდე ვადა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის და სწორედ ეს იყოს აქციის მთავარი მოთხოვნა.

მათი თქმით, სწორედ ამის შემდეგ უნდა იყოს დაყენებული სხვა მოთხოვნები.

„გამოუშვან მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, ყველა პოლიტპატიმარი და მერე დავიწყოთ ლაპარაკი დროებით მთავრობაზე, სხვა შემთხვევაში ხალხი არ დავშალოთ. ხალხი არის მოწადინებული მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის. თავისუფლება საქართველოს, თავისუფლება მიშას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ფოტო: რატი მეტრეველი

ასევე ნახეთ

ადვოკატი – სასტიკად ნაცემი ალეკო ელისაშვილი განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აქციიდან განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია