პოლიტიკა

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, ამის შესახებ მოსაყდრე შიომ და კავკასიის მედიცინის ცენტრთან შეკრებილმა სხვა სასულიერო პირებმა დაადასტურეს, რომ 93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, ღვთივმიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია.

“ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. რამდენიმე წუთის წინ, ღვითივგანისვენა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მინდა, მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს.

მთელი ეპოქა შექმნა. ძნელია რამდენიმე სიტყვით რთულია საუბარი, იმდენად დიდი პიროვნებაზე ვსაუბრობთ, მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახმა მოაქცია საქართველო სარწმუნოებაზე, ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით და დიდია დღეს ჩვენი გლოვა.

კიდევ ერთხელ მინდა მოგისამძრიმოთ ყველას, მთელ საქართველოს, მაგრამ ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი, მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ის ჩვენი მამა იყო, არის და იქნება, ვინაიდან ჩვენ ვართ მის ეპოქაში” – თქვა მეუფე შიომ.

საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა. დღეიდან, ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.

ილია მეორე იყო საქართველოს ეკლესიის 141-ე პირველიერარქი.

ასევე ნახეთ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...