პოლიტიკა

დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ბრძოლაში უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრ სავოჩენკო დაიღუპა

დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ბრძოლაში უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრ სავოჩენკო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრიანული მედია ავრცელებს.

36 წლის სავოჩენკო რუსეთის სრულმასშტაბური სამხედრო აგრესიის დაწყებიდან საბრძოლო მოქმედებებში მოხალისედ მონაწილეობდა.

ომის დაწყებამდე ის კიევში ჯერ ტელეკომპანია STB-ზე მუშაობდა, შემდეგ კი საინფორმაცი სააგენტო „ფრანს პრესთან“ თანამშრომლობდა. მოგვიანებით, ალექსანდრ სავოჩენკო უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი იყო. ჟურნალისტი ბროვარიში ცხოვრობდა.

უკრაინის ჟურნალისტთა ნაციონალური სამსახურის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან 38 ჟურნალისტი დაიღუპა.

ასევე ნახეთ

გაერო-ს უშიშრობის საბჭოს მიერ მიიღებულ რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს, ამერიკამ ვეტო არ დაადო

გაერო-ს უშიშრობის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია