პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, საბოტაჟის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქველმოქმედო ფონდ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, საბოტაჟის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჟორჟოლიანი წერს, ის პროკურატურაში ხვალ, 16:30 საათზეა დაბარებული. ტელეწამყვანი უწყებაში მისვლას გეგმავს.

„პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე დამიბარეს საბოტაჟის თემაზე – ხვალ, 16:30 [საათზე]. რა თქმა უნდა, მივალ იმ უწყებაში [პროკურატურაში], სადაც მორალური უპირატესობა მე მაქვს, რადგან ამ შენობაში, ამ ხალხმა იუფროსა ადამიანი, რომელმაც კარიერა ბოტასების ქურდობით დაიწყო, შემდეგ ბიუჯეტის ფულები, „ქოლცენტრები“, ქუჩის გარჩევები და ბოლოს, „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობის შეკვეთით დაასრულა.

ამ უწყებაში იუფროსეს კაცი, რომელმაც რუსული გვარი მიიღო, მოსკოვში გაიქცა და „კანონიერი ქურდის“, კალაშოვის დაცვით დადის. ხვალ მხიარული დღე მექნება”, – წერს ჟორჟოლიანი.

ასევე ნახეთ

ნანა სანდერმა, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზეა მსჯავრდებული, პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულმა, ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა.  ამის შესახებ, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...