პოლიტიკა

ოლექსი რეზნიკოვი – ოკუპანტებისგან ათასზე მეტი ქალაქი და სოფელი გავათავისუფლეთ, უნდა გავათავისუფლოთ კიდევ 2500-ზე მეტი პატარა სოფელი და ქალაქი

არსებული მდგომარეობით, უკრაინელმა დამცველებმა რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის ათასზე მეტი ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს, წინ კიდევ 2500-ზე მეტი პატარა სოფლისა და ქალაქის დეოკუპაციაა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა.

“ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ ათასზე მეტი ქალაქი და სოფელი. უნდა გავათავისუფლოთ კიდევ 2500-ზე მეტი პატარა სოფელი და ქალაქი”, – განაცხადა მან.

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის სიჩქარე დამოკიდებულია იარაღის მიღების ტემპზე.

“რუსეთის დამარცხება უდავოდ შეიძლება. უკრაინამ უკვე აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზადაა თავისუფალი სამყარო ჩვენს დასახმარებლად. თუ დროულად მივიღებთ საკმარის იარაღს, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას.” – განაცხადა რეზნიკოვმა.

ასევე ნახეთ

დიდი შვიდეული – „ჩვენ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი

დიდი შვიდეულის ლიდერებმა დაგმეს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმა და ამის შესახებ საერთო განცხადებაც გაავრცელეს. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია