პოლიტიკა

სურსათის ეროვნული სააგენტო – ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა

ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა, ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით, საწარმო და სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.

🔬 ლაბორატორიული კვლევით, სურსათის 2 ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა:
ხორცის ფარში – მწარმოებელი: ი/მ ,,საბირ ჩილდირლი“ (სასადილო),
მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. 2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების თარიღი: 29.10.2025;
ხორცის ფარში – მწარმოებელი: ი/მ ,,ფამილ მაგაროვი“ (სასადილო),
მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. №2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების თარიღი: 29.10.2025.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი ამოღებულია რეალიზაციიდან. ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა.

სურსათის ეროვნული სააგენტო

 

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, საჯარო სკოლებშიც თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, შეიქმნება სპეცკლასები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსწავლეს თუ ექნება სურვილი, დაამთავროს მე-12 კლასი და განაგრძოს სწავლა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...