პოლიტიკა

„ნეფთჩიმ“ არველაძესთან კონტრაქტი გააფორმა

საბა კვირკველიას შემდეგ, აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბმა „ნეფთჩიმ“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა და კლუბის ახალწვეული ისევ ქართველია.

„ბაქოს გუნდმა კონტრაქტი 24 წლის ქართველ თავდამსხმელ ვატო არველაძეს გააფორმა. კონტრაქტი 1+1 წლიანი იჯარით გაფორმდა. არველაძე 18-ნომრიანი ამისურით ითამაშებს“, – წერია კლუბის ვებგვერდის გავრცელებულ ცნობაში.

საკლუბო კარიერა არველაძემ 2013/14 წლების სეზონში საქართველოს პირველი ლიგის კლუბ „სასკოში“დაიწყო. მომდევნო სეზონში მეორე ლიგიდან 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდში გადავიდა, თუმცა მალევე გააფორმა კონტრაქტი თურქულ კლუბ „კასიმფაშასთან“ და სეზონი ამ კლუბის ახალგაზრდულ გუნდში გაატარა.

2015 წლის ზაფხულში არველაძე საქართველოში დაბრუნდა, სადაც თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი გახდა. ახალ კლუბში პირველ სეზონში მან მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგებში, მაგრამ შემდეგ გახდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. 2020 წლიდან თურქეთში გადავიდა და „ფატიჰ კარაგუმრუკში“ ჩაირიცხა – ახლა ქართველი მოთამაშის იჯარით გაშვებას სწორედ ეს კლუბი დათანხმდა.

2018 წლის ზაფხულში ის გადავიდა პოლონურ კლუბ „კორონაში“. 2022 წლის აგვისტოში ბაქოს „ნეფჩიმ“ ფეხბურთელთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება (1+1) გამოაცხადა. ის ბაქოს კლუბში 18 ნომრით ითამაშებს.

19 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მან ორი მატჩი ითამაშა ევროპის ჩემპიონატში. პირველად საქართველოს ძირითად ნაკრებში 2019 წლის მარტში გამოიძახეს – ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის. იმავე წლის 7 ივნისს გიბრალტართან მატჩის 76-ე წუთზე პენალტი შეასრულა და საქართველოს ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

ასევე ნახეთ

„ბლექ სი არენაზე“ OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები ჩატარდება

საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ისა და Jungle-ის კონცერტები გაიმართება. „ბლექ სი არენაზე“ მათი კონცერტები შემდეგი განრიგით შედგება: …

ჩანთების ონლაინ მაღაზია