ინგლისელი ფეხბურთელი, ჰარი კეინი 2026 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა. ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული , ინდივიდუალური ჯილდოს გადაცემის რიგით 70-ე ცერემონია ქალაქ ლონდონში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ 33 წლის ფეხბურთელმა კარიერაში პირველად მოიპოვა ეს ჯილდო, 2001 წლის შემდეგ კი პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „ოქროს ბურთის“ მოგება შეძლო.
ჰარი კეინმა 2025/26 წლების სეზონის ყველა ტურნირზე გამართულ 51 შეხვედრაში 61 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. ინგლისელი თავდამსხმელი 36 გოლით ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ევროპის „ოქროს ბუციც“ მოიპოვა.
ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მე6 ადგილი დაიკავა
2026 წლის „ოქროს ბურთის“ ათეული კი ასე გამოიყურება:
1. ჰარი კეინი – „ბაიერნი“ (ინგლისი)
2. კილიან მბაპე – „რეალი“ (საფრანგეთი)
3. ლამინ იამალი – „ბარსელონა“ (ესპანეთი)
4. როდრი – „ბარსელონა“ (ესპანეთი)
5. ლიონელ მესი – „ინტერ მაიამი“ (არგენტინა)
6. ხვიჩა კვარაცხელია – „პარი სენ-ჟერმენი“ (საქართველო)
7. უსმან დემბელე – „პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი)
8. ერლინგ ჰოლანდი – „მანჩესტერ სიტი“ (ნორვეგია)
9. მაიკლ ოლისე – „ბაიერნი“ (საფრანგეთი)
10. ფაბიან რუისი – „პარი სენ-ჟერმენი“ (ესპანეთი)








