პოლიტიკა

თბილისის „დინამო“ კაპიტანმა დატოვა

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „დინამო თბილისი“ კაპიტანმა, გიორგი პაპავამ დატოვა – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„დინამო თბილისი“ კლუბის კაპიტანს გიორგი პაპავას დაემშვიდობა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.​ კლუბში გატარებული პერიოდისთვის მადლობას ვუხდით კაპიტანს და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საფეხბურთო კარიერაში“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

გიორგი პაპავას „დინამოს“ მაისურით 182 შეხვედრა აქვს გამართული, ამ პერიოდის განმავლობაში, გამოცდილმა ნახევარმცველმა ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. გამოცდილი ნახევარმცველი ლურჯ-თეთრი ფორმით საქართველოს ჩემპიონი ოთხჯერ გახდა, საქართველოს თასი სამჯერ მოიგო, ხოლო სუპერთასი – ერთხელ. 2020 წლის სეზონიდან გიორგი გუნდის კაპიტანი გახლდათ.

ასევე ნახეთ

„ბლექ სი არენაზე“ OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები ჩატარდება

საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ისა და Jungle-ის კონცერტები გაიმართება. „ბლექ სი არენაზე“ მათი კონცერტები შემდეგი განრიგით შედგება: …

ჩანთების ონლაინ მაღაზია