ზედიზედ მეორედ, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზებს.
პარიზელებმა სტუმრად მიუნხენში „ბაიერნთან“ საპასუხო ნახევარფინალური მატჩი ფრედ – 1:1 ითამაშეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
ხვიჩა კვარაცხელიას პასით პარიზელთაგან გოლი მატჩის მე-3 წუთზე უსმან დემბელემ გაიტანა. ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ჰარი კეინმა გაათანაბრა.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი პარიზში პსჟ-ს გამარჯვებით, 5:4 დასრულდა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ბუდაპეშტში 30 მაისს გაიამრთება, სადაც პსჟ ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდება.








