პოლიტიკა

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

STAR FM 93.9

OFFLINE LIVE
STARVISION LTD
STV / STARFM93.9
– პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან

მიხეილ სააკაშვილი – ევროპარლამენტარებისგან მივიღე გზავნილი, რომ შევწყვიტო შიმშილობა, მრავალი თვე არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი, რაც ნობელის პრემიის ლაურეატებმაც დაადასტურეს

ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, რომ მე თვითონ ვიყენებ ზიანს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული. ამასთან, სააკაშვილი წერილში საუბრობს, რომ „მრავალი თვის განმავლობაში იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების, მათ შორის …

ნახვა »

კობა გვენეტაძე – საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ, საშუალო ინფლაცია შემცირდა

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ, საშუალო ინფლაცია შემცირდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2009-დან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი …

ნახვა »

ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. რეზოლუციის მეექვსე შესწორებაში, რომლიც ავტორიცაა ევროდეპუტატი მირიამ ლექსმანი, აღნიშნულია, რომ „დაუწესდეს პერსონალური სანქციები ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე“. ამ შესწორებას დღევანდელ სესიაზე მხარი 275-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 212 ევროპარლამენტარი წავიდა. 132-მა კი თავი შეიკავა.

ნახვა »

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიში მიიღო, რომელშიც რეკომენდაციის სახით, რამდენიმე შესწორება შევიდა

ევროპარლამენტმა საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში მიიღო, რომელშიც რეკომენდაციის სახით, რამდენიმე შესწორება შევიდა. კერძოდ, ერთ-ერთ შესწორებაში აღნიშნულია, რომ „ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა განიხილებოდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“. დღეს მიღებულ ანგარიშში აღნიშნულია, …

ნახვა »

პაპმა ფრანცისკემ ხალხს მოუწოდა, საშობაო დღესასწაულებსა და საჩუქრებზე წელს ნაკლები დახარჯონ, დაზოგილი თანხით უკრაინელებს შიმშილისა და სიცივის გადალახვაში დაეხმარონ

პაპმა ფრანცისკემ ხალხს მოუწოდა, საშობაო დღესასწაულებსა და საჩუქრებზე წელს ნაკლები დახარჯონ, დაზოგილი თანხა კი „უკრაინის ტანჯულ ხალხს“ გაუგზავნონ, რათა მათ შიმშილისა და სიცივის გადალახვაში დაეხმარონ. განცხადება კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ვატიკანში გამართული ყოველკვირეული აუდიენციის დროს გააკეთა. „სასიამოვნოა შობის აღნიშვნა და წვეულებების გამართვა, მაგრამ მოდით, ოდნავ შევამციროთ საშობაო დანახარჯები. მოდით, უფრო თავმდაბლად აღვნიშნოთ …

ნახვა »

გერმანია უკრაინას ზამთრისთვის დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც რუსული თავდასხმებისგან დაზარალებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება

გერმანია უკრაინას ზამთრისთვის დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც რუსული თავდასხმებისგან დაზარალებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პარიზის დონორთა კონფერენციაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა ასევე აპირებს, უკრაინას საშობაოდ გენერატორები და საწვავი მიაწოდოს. „რუსეთის პრეზიდენტს სურს, გატეხოს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – …

ნახვა »

სააკაშვილის საქმეზე მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს ჩაინიშნა

მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო პროცესის გადადება 1 თვით ითხოვა. სასამართლოში სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა თქვა, რომ დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია მიიღეს, რომლის …

ნახვა »

16-18 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიაში“ წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

16-18 დეკემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ფესტივალი აერთიანებს ასოციაციის მიერ დაფუძნებულ წიგნის საახალწლო ფესტივალსა და 2021 წელს იუნესკო-ს …

ნახვა »

ევროკავშირის საბჭო – უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც 2023 წლის გაზაფხულზე ევროკომისიისგან განახლებულ ინფორმაციას მიიღებს. „ევროკავშირის საბჭო იმეორებს 2022 წლის 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც, …

ნახვა »

მოსამართლე – მივიღეთ წერილი „ვივამედიდან“, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, სადაც განმარტებულია, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას. „მოთხოვნაში მე დაფიქსირებული მქონდა, რომ წარმოედგინათ მსჯავრდებული, თუ ვერ წარმოადგენდნენ, მაშინ უნდა მომხდარიყო მისი დისტანციურად ჩართვა. ამასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი ახლახან მივიღეთ. ნიკა აბრამიშვილის(სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი) წერილში ვკითხულობთ, რომ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია