შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს. ამის შესახებ გამოცემა The Insider-ი წერს. მისი ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების საეჭვო აქტივობა შეინიშნება. კერძოდ, ობიექტზე შევიდა სატვირთო ავტომობილების კოლონა და, როგორც The Insider-ის წყაროები ამბობენ, იქ დანაღმვითი სამუშაოები ჩატარდა. გამოცემის ცნობით, ოკუპანტები ნაღმებს ენერგობლოკებთან ახლოს, ნაწილს კი უშუალოდ ენერგობლოკში ინახავენ. რუსი …
ნახვა »ვლადიმერ პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა. როგორც რუსული მედია იუწყება, დოკუმენტის მიხედვით, რუსეთს ექნება უფლება, გამოიყენოს სამხედრო ძალა საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის მსოფლიო ოკეანეში, როდესაც დიპლომატიური შესაძლებლობები ამოიწურება. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევა მსოფლიო ოკეანეში აშშ-ის დომინირებაა. დოქტრინაში აღნიშნულია, რომ ნატო-სთან ურთიერთობებში ფუნდამენტური ფაქტორი გახდება ის, რომ …
ნახვა »რუსეთის მთავრობამ არამეგობრული სახელმწიფოების სია გააფართოვა
რუსეთის მთავრობამ რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სია გააფართოვა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, სიას დაემატა საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი. „მთავრობის მიერ დამტკიცებული სია არ არის საბოლოო და უცხო სახელმწიფოების მტრული ქმედებების გათვალისწინებით, რომელიც მიმართულია საზღვარგარეთ რუსეთის მისიების წინააღმდეგ, შესაძლოა გაფართოვდეს“, – ნათქვამია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის …
ნახვა »რუსულმა ძალებმა ოდესას რაკეტებით დაარტყეს – არიან დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს. „მტერი ღამით ოდესის ოლქს რაკეტებით დაესხა თავს. შავი ზღვიდან გასროლილი „კალიბრის“ ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტა. 1 მათგანი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 6 – მშვიდობიან სოფელში მოხვდა”, – ნათქვამია ანგარიშში. მათივე ცნობით, დარტყმის …
ნახვა »რუსეთის სასამართლომ Google-ი უკრაინის ომის შესახებ „აკრძალული“ მასალის წაშლაზე უარის გამო, 361 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რუსეთის სასამართლომ Google-ი 21.1 მილიარდი რუბლით (361 მილიონ ევროზე მეტი) დააჯარიმა იმის გამო, რომ კომპანიამ უარი განაცხადა „აკრძალული“ მასალის წაშლაზე, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელი კომპანიის, „როსკომნადზორის“ განცხადებით, ვიდეოს გაზიარების პლატფორმა YouTube „აკრძალულ“ ვიდეოებს არ შლის, მათ შორის ე.წ. „ყალბ ამბებს“ უკრაინის ომის შესახებ, რამაც გამოიწვია რუსი სამხედროების დისკრედიტაცია. …
ნახვა »კანადამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა
კანადის ხელისუფლებამ მის მიერ მანამდე შემოღებული შემაკავებელი ზომები გააფართოვა და დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. „15 ივლისს აიკრძალა ორი სამეწარმეო მომსახურების მიწოდება რუსული ნავთობის, გაზის, ქიმიურ და გადამამუშავებელ მრეწველობაში“, – აღნიშნეს კანადის საგარეო უწყებაში. ამრიგად, კანადის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ …
ნახვა »ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადასაცემად ემზადება
ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადასაცემად ემზადება, ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. სალივანის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ეტაპზე დაზუსტებით არ შეუძლია იმის თქმა, გადასცა თუ არა უკვე ირანმა რუსეთს საფრენი აპარატები. სალივანი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა უკრაინაში საკუთარი …
ნახვა »კანადის ხელისუფლებლამ რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა
კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. სანქციები დაუწესდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს კირილს (ვლადიმერ გუნდიაევს), როსკომნადზორს და სააგენტო რეგნუმს. ასევე აიკრძალა ოქროს იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან ნებისმიერი ფორმით.
ნახვა »უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა
უკრაინის მთავრობამ 1-ლი ივლისიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო. ვიზის მიღების მსურველები განაცხადის გაკეთებას რუსეთის 8 ქალაქში განლაგებულ VFS Global-ის ცენტრებში შეძლებენ. შემდეგ განაცხადებს უკრაინელი დიპლომატები განიხილავენ, თუმცა ვიზა საზღვრის გადაკვეთის გარანტია ვერ იქნება და საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შესახებ მესაზღვრე მიიღებს. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ რუსეთის …
ნახვა »რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად აიღეს
რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად აიღეს და აკონტროლებენ. უკრაინის თავდაცვის ძალები მეტად მომზადებულ თავდაცვით პოზიციებზე გადავიდნენ,- ამის შესახებ სევეროდონეცკის საქალაქო სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტრიუკმა განაცხადა. „ქალაქი რუსეთის ფედერაციის სრული ოკუპაციის ქვეშაა, ისინი იქ თავისი წესრიგის დამყარებას ცდილობენ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დანიშნეს ვიღაც „კომენდანტი“, აგროვებენ რაღაც აქტივს. როგორც ჩანს, მათი აზრით, …
ნახვა »