პოლიტიკა

Tag Archives: თბილისი პრაიდი

დღეს „თბილისი პრაიდის“ კვირეული გაიხსნება

„თბილისი პრაიდის“ კვირეული დღეს ოფიციალურად დაიწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კვირეული ქართველი რეჟისორის ელენე ნავერიანის ქვიარ ფილმის “სველი ქვიშა” ჩვენებით გაიხსნება. კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე ლგბტქ ადამიანები, მხარდამჭერები, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბებიან. კვირეულს მისასალმებელი სიტყვებით “თბილისი პრაიდის” თანადირექტორები, მარიამ კვარაცხელია და ანა სუბელიანი, ასევე ნიდერლანდების ადამიანის უფლებათა ელჩი, …

ნახვა »

შსს – მივიღებთ ყველა შესაბამის ზომას, რათა „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებები უსაფრთხო ფორმატში ჩატარდეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შსს გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ …

ნახვა »

„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიმართ მუქარისშემცველი პოსტების გამო, გამოკითხვაზე დაიბარეს

ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოკითხვაზე მისვლა სავარაუდოდ, „ფეისბუქში“ მათი მხრიდან „თბილისი პრაიდის“ მისამართით გამოთქმულ მუქარისშემცველ მოსაზრებებს უკავშირდება. ცნობისთვის, „თბილისი პრაიდი“ ღონისძიების გამართვას დახურულ რეჟიმში აპირებს,. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა, კონტრშეკრებას „პრაიდის“ წინააღმდეგ მაინც აპირებენ.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია