პოლიტიკა

Tag Archives: მოძრაობა სირცხვილია

რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება

რუსთაველის გამზირზე “სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია გაიმართება. მორიგი აქციის გამართვის გადაწყვეტილება 24 ივნისს საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ-მინისტრის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს იწურება. ამასთან, მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით …

ნახვა »

მოძრაობა “სირცხვილიას” facebook გვერდი რუსეთიდან იმართება?

ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში მოძრაობა „სირცხვილიას“ Facebook-გვერდის ადმინების შესახებ ე.წ. სქრინს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ მოძრაობის გვერდს რუსეთიდანაც მართავენ. „ანტირუსულ“ მოძრაობა „სირცხვილიას“ Facebook-გვერდს ერთი ადმინი რუსეთიდან მართავს. „სირცხვილია“, შემთხვევით სირცხვილი ხომ არ არის?!“ – წერს გვიდიანი.

ნახვა »

სირცხვილია: ქართველი ხალხი პრინციპულად დაიცავს ევროპულ არჩევანს, ვიცით რა ეღობება ამას წინ

მოძრაობა სირცხვილია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო საკუთარ ევროპულ არჩევანს და მომავალს დაიცავს. მათი თქმით, ქართველმა ხალხმა იცის, რაც ეღობება ევროპულ პერსპექტივას წინ – ეს ევროკომისიის რეკომენდაციაშია გაწერილი. მოძრაობამ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მოძრაობა სირცხვილია მოქალაქეებს მოუწოდებს ხვალ პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია