პოლიტიკა

დეკემბრიდან ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა, ე.წ „კუკუშკა“, მუშაობას განაახლებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ვიცე პრემიერის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო ისტორიულად რეგიონებისა და ეკონომიკების დამაკავშირებელ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, ხოლო საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების მზარდი მნიშვნელობის ფონზე ქვეყნის სტრატეგიული როლი კიდევ უფრო იზრდება. ამის შესახებ მან რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ვიცე პრემიერმა. სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზა ამ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია.

ჩვენთვის რკინიგზა მხოლოდ ტვირთების გადაადგილება და ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის. რკინიგზა აკავშირებს ადამიანებს, ქალაქებსა და რეგიონებს და ქმნის ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, , მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დეკემბრიდან ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა, ყველასთვის საყვარელი, ე.წ „კუკუშკა“, კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა

ქვრივიშვილის თქმით, , სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის შერჩეული ვაგონების დიზაინი ბაკურიანის ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ ხასიათს განსაკუთრებულად ერწყმის.

ასევე ნახეთ

2024 წლის პირველ კვარტალში ტურისტულმა ვიზიტებმა 2019 წლის მონაცემებს +6.4 პროცენტით გადააჭარბა

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში  938,644 ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +11%-ია, 2019 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...