პოლიტიკა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს დასრულდება

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს, 3 აპრილს 18:00 საათზე დასრულდება.
საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობს.

აბიტურიერტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. ძირითად ეტაპზე – 3 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია