პოლიტიკა

სამართალი

ნიუსები | ყოველდღიური ახალი ამბები | სიახლეები

ვარკეთილში სატვირთო მანქანის დაჯახების შედეგად 1 პირი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ვარკეთილში- ქალს სატვირთო მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც პირი ადგილზე გარდაიცვალა. შსს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

ნახვა »

პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა დავითაძის მხარდაჭერას არ უკავშირდება

სპეციალური პენიტენციური სამსახურია აცხადებს, რომ მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა გიორგი დავითაძის მიმართ  სოლიდარობის გამოხატვას არ უკავშირდება. უწყების ინფორმაციით, 2026 წლის 2 ოქტომბერს, 22:14 საათზე, მსჯავრდებულმა ბ. ჭ-მ №6 დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, დავით ნიკოლაიშვილს, საკანში შესვლის მცდელობისას მუცლის არეში ფეხი ჩაარტყა. მათივე ინფორმაციით, ამავე დაწესებულებაში, 2026 წლის 4 …

ნახვა »

ელენა წერეთლისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის საქმეზე თეიმურაზ გოგიაშვილს ბრალი წაუყენეს

თეიმურაზ გოგიაშვილს, რომელიც ელენა წერეთლის და მისი ქალიშვილის მკვლელობისთვის დააკავეს, ბრალი ოფიციალურად  წარუდგინეს. დაკავებულმა ბრალი აღიარა, გამოძიება კი  გრძელდება, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით აქვს წარდგენილი, რაც ორი პირის მკვლელობას …

ნახვა »

პროკურატურა – ნიკო კვრაცახელიას მკვლელობა მამაზე ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხცელიაზე შურისძიებას უკავშირდება

ნიკო კვრაცახელიას მკვლელობა მამაზე ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხცელიაზე შურისძიებას უკავშირდება | პროკურატურის განცხადებით, საქმე გახსნილია: “ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. შინაგან …

ნახვა »

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. შესაბამისი განცხადება გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. “საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება ჩვენს წარმოებაში არსებულ რამდენიმე …

ნახვა »

ალეკო ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ალეკო ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ საქალაქო სასამართლოში სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრები გაასაჯაროვა და განცხადება გამოაქვეყნა: “საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი …

ნახვა »

მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ნინო დათაშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, გირაოთი შეეცვალა

მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ  ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, გირაოთი შეეცვალა. პროცესის დაწყებამდე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა. პროკურატურამ გირაოს თანხა 5 000 ლარი დაასახელა, გადახდის ვადად კი – 30 დღე. შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც, მათ წარმოდგენილი ჰქონდათ შესაბამისი სამედიცინო დასკვნაც კლინიკა „ვივამედიდან“. პროკურორის თქმით, ბრალდებულისთვის ჩატარებული …

ნახვა »

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებული გელა უძილაურის დამნაშავედ ცნო. მას მოსამართლე გიორგი გელაშვილმა უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. ასევე საბოლოო სიტყვით ისარგებლა უძილაურმაც. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გელა უძილაური ცნობილ იქნა დამნაშავედ …

ნახვა »

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალის ადვოკატი – ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აღიარა მკვლელობა

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოაწერინეს მკვლელობის აღიარებით ჩვენებაზე ხელი. ადვოკატის განმარტებით, თეკლა გერსამია ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა მის თვალწინ დაირტყა დანა და მან ამოიღო. „ერთხელ აქვს დარტყმული იმიტომ, რომ მეორედ ვერც დაირტყამდა. ერთხელ ამოაცალა. რასაც თვითონ …

ნახვა »

სუს-ი – სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარის გაფლანგვის საქმეზე დაკავებულია თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ., – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...