პოლიტიკა

რიკოთზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაციას რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმით გახსნის შესახებ. რიკოთის უღელტეხილი 8 აპრილს გაიხსნა თუმცა კვლავ გრძელდება მეწყრული უბნის მუდმივი მონიტორინგი.

სპეციალური რეჟიმი ითვალისწინებს ავტომობილებისთვის გადაადგილების შემდეგ წესებს:

07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის.

21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით.

რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა იქ განვითარებული მეწყრული პროცესების გამო 30 მარტს შემდეგ აიკრძალა. ამ დროიდან მგზავრები გადაადგილდებოდნენ ალტერნატიული, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით. ამ გზით სარგებლობა კვლავ შეუზღუდავად არის შესაძლებელი.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია