პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს, 9 აპრილს ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა.

ნანა მახარაძე 9 აპრილის მონაწილე ქალია, რომელიც ცნობილ ფოტოზე ასახული ქალია საქართველოს დროშით, ნანა მალაშხია კი წელს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილე ქალია ევროკავშირის დროშით ხელში წყლის ჭავლის პირისპირ.

“ახლა მათ დავაჯილდოებთ, მაგრამ ეს ჯილდო პერსონალური არ არის, ეს ეეძღვნება ყველა იმ ქალს, რომელიც ამ და სხვა პერიოდებში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს მომავლისთვის. ეს ორნი არიან ამის სახეები და მათ ვიწვევ აქ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – ქართველს ინდოელი და პაკისტანელი ართმევს სამსახურს

“ქართველს ინდოელი და პაკისტანელი ართმევს სამსახურს” – წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია