Breaking News

“ჭიაკოკონობის ღამეს“ ნარჩენის დაწვასთან დაკავშირებით კონტროლი გამკაცრდება, კანონდამრღვევი კი დაჯარიმდება-გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს:

“აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინაოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი – „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს.

აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფაგარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვისსაშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებებიდა აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულრიტუალში.

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობისსამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობისდეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღიაწესით დაწვა აკრძალულია.

ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების –  ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით,ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვაელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარისოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისსამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობისდეპარტამენტის თანამშრომლები, „ჭიაკოკონობის ღამეს“ კონტროლს გაამკაცრებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ,”- ნათქვამია განცხადებაში.

Check Also

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან 3 პირი სამართალდამრღვევად ცნო

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია