პოლიტიკა
📸 BBC

BBC-ს საგამოძიებო სტატიაში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ფიგურირებს, ის თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად არის მოხსენიებული

BBC-მ საგამოძიებო სტატია გამოქვეყნა სათაურით “მილიარდ დოლარიანი თაღლითები, რომლებიც მოიპარავენ ცხოვრების განმავლობაში შექმნილ დანაზოგს,” სადაც მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემაზეა საუბარი.

სტატიაში, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც ფიგურირებს, ის თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად არის მოხსენიებული, სადაც ძირითადად საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგს თაღლითური გზით ითვისებდნენ.

BBC-ის ინფორმაციით, მათ მოიძიეს საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების, რათა შეესწავლათ სქემაში ჩართული Milton group-ის კომპანიებს შორის კავშირი. ძიების პროცესში 5 სახელი გამოიკვეთა – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც Milton-ის სავაჭრო პლატფორმის ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად არიან მოხსენიებული. აღნიშნული კომპანიები

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს უკავშირდება.

„კეზერაშვილი იმ ქსელის ცენტრში აღმოჩნდა. როდესაც საქმე „მილტონის ჯგუფს” ეხებოდა, ასევე არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან აკავშირებდა და არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მას რაიმე პირდაპირი ფინანსური ინტერესი ჰქონოდა Milton-ის ბრენდებში. მაგრამ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული“,- აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ კეზერაშვილი ხშირად უწევს პოპულარიზაციაზ თაღლითური სავაჭრო პლატფორმებს საკუთარ სოციალურ ქსელებში.

BBC-ის ინფორმაციით, დავით კეზერაშვილმა ადვოკატების საშუალებით უარყო კავშირი Milton group-თან და რაიმე ფინანსური მოგების ქონა, თავად კომენტარისგან თავი შეიკავა.

წყარო

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია