ჯო ბაიდენმა ირლანდიაში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ ახლოს არის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ორგანიზატორის გამოვლენასთან.
“როგორც იცით, სრულმასშტაბიანი გამოძიება გრძელდება. სადაზვერვო საზოგადოება და იუსტიციის დეპატამენტი მის დასასრულს უახლოვდებიან”, – თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა პირველად დააფიქსირა პოზიცია ამ საკითხზე და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია თავად გაჟონვის ფაქტით და არა მისი შინაარსით.
“მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ამ მომენტისთვის არაფერი არ არის, რასაც შესაძლოა რამე შედეგები ჰქონოდა”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.