პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – თუ დადასტურდება რომ მთელი ოპოზიცია და მედია ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით ფინანსდებოდა, ეს რეპუტაციულად ყველას დაანგრევს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია BBC-ს მიერ ჩატარებულ  გამოძიებასთან დაკავშირებით აცხადებს – თუ დადასტურდება რომ მთელი ოპოზიცია და მედია ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით ფინანსდებოდა, ეს რეპუტაციულად ყველას დაანგრევს.

შეგახსენებთ, რომ საუბარია საერთაშორისო მედიის მიერ გამოაშკარავებულ თაღლითურ სქემაზე, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, რომლის მთავარი ფიგურანტი ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია.

ხვჩიას აზრით, აჯობებს მალე ჩამოშორდეს კეზერაშვილი ქართულ პოლიტიკას.

“ეჭვების დადასტურების შემთხვევაში, მთელი ოპოზიციური მეინსტრიმი და მედია მეინსტრიმი აღმოჩნდეს, რომ ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით ფინანსდებოდა, რაც თავისთავად ცხადია რეპუტაციულად ყველას დაანგრევდა. ამიტომ, სჯობს, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს კეზერაშვილის გასვლის პროცესი ქართული პოლიტიკიდან,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის “საგამოძიებო ფილმის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი დავით კეზერაშვილია. “მისტერ ოფშორი” – ასე უწოდებს ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს.

 

ასევე ნახეთ

მაიკლ ო’ფლაერტი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი საქართველოში გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვების ფართო ნაწილს წარმოადგენს – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროება გრძელდება

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საქმეზე მესამე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...