პოლიტიკა

მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს

მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს, დღესასწაული 3 დღე გრძელდება. ყურბან-ბაირამი მარხვის თვიდან, რამადან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ამ დღეს მამაკაცები მზის ამოსვლამდე ლოცულობენ.

ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია.  ტრადიციის მიხედვით, მუსლიმები, განსაკუთრებით ემზადებიან ამ დღისთვის. დილის ლოცვის შემდეგ, მორწმუნეები შინაურ პირუტყვს კლავენ და ხორცს მეზობლებსა და გაჭირვებულებს უზიარებენ. ისლამის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია აბრაამ შუამავლის შთამომავლებიდან მოდის.

სადღესასწაულო სუფრისთვის უხვად ამზადებენ ტკბილეულს, მათ შორის ჰალვას.

ეიდ ალ-ადჰა, იგივე-ყურბან ბაირამი, მუსლიმური კალენდრის მთავარი დღესასწაულია, ეიდ ალ-ფითრთან ერთად, რომლითაც რამადანის დასასრული აღინიშნება.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია