IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91 პროცენტისთვის მისაღებია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
კითხვაზე ჩამოთვლითაგან როგორია თქვენი შეხედულება ამ პირებზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა. პატრიარქი ილია მეორე – 91% მისაღები, 6% – მიუღებელი; კახა კალაძე – 52% – მისაღები, 44% – მიუღებელი; 1% – არ მსმენია, 4%- არ ვიცი/უარი პასუხზე; სალომე ზურაბიშვილი 48% – მისაღები, 47% – მიუღებელი; ირაკლი ღარიბაშვილი – 43% – მისაღები, 53%- მიუღებელი; გიორგი გახარია – 36% – მისაღები, 56% – მიუღებელი; მიხეილ სააკაშვილი – 36% – მისაღები, 59% – მიუღებელი; ბიძინა ივანიშვილი – 35% – მისაღები, 58% – მიუღებელი; შალვა ნათელაშვილი – 35%- მისაღები, 58%- მიუღებელი; ელენე ხოშტარია – მისაღები – 33%, – მიუღებელი – 56%; გიორგი ვაშაძე მისაღები – 33%, მიუღებელი – 58%; ალეკო ელისაშვილი – მისაღები – 31%, მიუღებელი – 56%; ირაკლი კობახიძე – მისაღები – 31%, მიუღებელი – 62%;
მამუკა ხაზარაძე – მისაღები – 29%, მიუღებელი – 53%; შალვა პაპუაშვილი – მისაღები – 27%, მიუღებელი – 46%, არ მსმენია – 12%; ლევან ხაბეიშვილი – მისაღები – 27%, მიუღებელი – 56%; ბადრი ჯაფარიძე – მისაღები – 26%, მიუღებელი – 51%; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – მისაღები – 26%, მიუღებელი – 64%; პეტრე ცისკარიშვილი – მისაღები – 19%, მიუღებელი – 42%, არ მსმენია – 22%; გიგა ბოკერია – მისაღები – 17%, მიუღებელი – 74%; პაატა მანჯგალაძე მისაღები – 9%, მიუღებელი – 21%, არ სმენია – 52%.
IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.