პოლიტიკა

რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით აქცია ჩატარდა

რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით აქცია ჩატარდა. აქცია სახელწოდებით – “მოვდივარ” სლოგანით “საქართველო უპირველეს ყოვლისა” მიზნად ისახავდა ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერას.

საპროტესტო აქციის გამო, შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა.

რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებული იყო სპეციალურად მოწყობილ სცენა და მონიტორი, სადაც, ადგილზე შეკრებილებმა თავდაპირველად საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” თამაშს უყურეს. შემდეგ დაიწყო სიტყვით გამოსვლები.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს აქციის ორგანიზატორებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა.

ორგანიზატორებმა საკუთარი მოთხოვნები დაასახელეს. კერძოდ, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორმა, მსახიობ ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისგან ითხოვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ „დიქტატორულ რეჟიმს“ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულდეს.

ამასთან, აქციის საორგანიზაციო ჯგუფის მოთხოვნაა, ხელისუფლებამ ეკონომიკური პოლიტიკის გატარება უზრუნველყოს, დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება და შეწყდეს „ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება“.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია