ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში 2023 წლის მეტ გალა ჩატარდა. ტრადიციისამებრ, ვარსკვლავები მუზეუმის გახსნაზე მაისის პირველ ორშაბათს შეიკრიბნენ. წლევანდელი გალას ორგანიზატორებს შორის იყვნენ: ანა ვინტური, როჯერ ფედერერი, დუა ლიპა, პენელოპე კრუსი და მიკაელა კოელი.
2023 წლის მეტ გალას თემა ლეგენდარული გერმანელი დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის შემოქმედება იყო.